Belive

გატუზო: "ნაპოლის თამაში ზოგჯერ ბრედ პიტივით ლამაზი უნდა იყოს, ზოგჯერ კი ჩემსავით მახინჯი"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სერია A-ს მე -17 ტურის  ეგიდით, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართული მატჩის შედეგი შეაფასა. შეხვედრა ნეაპოლიტანელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა, გადამწყვეტი გოლი კი 90-ე წუთზე გავიდა. "გუნდი ცოცხალია და იბრძვის. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთის თამაში გვჭირდება, რადგან დიდი მიზნები გვაქვს და მათ მისაღწევად ეს აუცილებელია. ოთხშაბათს "სპეციასთან" დავმარცხდით და გამარჯვების გზაზე დასაბრუნებლად სირთულეებთან შეჭიდება მოგვიწია. მთავარია, რომ საწადელს მივაღწიეთ.  როცა რამე არასწორად ხდება, ფეხბურთელებზე არ ვბრაზობ, თუმცა არ მომწონს, რომ საფრთხეს არ ვგრძნობთ. არ მინდა, ასე ვიქცოედეთ, როცა გოლს ვუშვებთ, ჩვენი მცველები ერთმანეთს აბრალებენ, მაგრამ ეს არაა სწორი, ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ.  გვინდა, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენოთ, თუმცა ზოგჯერ საპირისპიროც საჭიროა. ჩვენი თამაში ზოგჯერ ბრედ პიტივით ლამაზი უნდა იყოს, ზოგჯერ კი ჩემსავით მახინჯი", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა. რინოს გუნდი იტალიის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ დაგროვილი 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა ლიდერთა სამეულზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები