Belive

ალექსის სანჩესის ჯენოას კარში გატანილი გოლი ისტორიული აღმოჩნდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

4 მარტს, სერია A-ს 27-ე ტური "ინტერისა" და "ჯენოას" მატჩით დაიხურა, სადაც პირველადგილოსანმა მილანურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე მორიგი და ზედიზედ მე-15 გამარჯვება მოიპოვა. (2:1).

მატჩში მასპინძელი გუნდის მხრიდან მეორე გოლის ავტორი - ალექსის სანჩესი იყო, რომლისთვისაც ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა.

კერძოდ, ალექსის სანჩესმა სერია A-ში 37-ე გოლი გაიტანა და გახდა ისტორიაში მეორე ჩილელი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ამდენი გოლის გატანა შეძლო. ალექსის სანჩესი არტურო ვიდალს გაუთანაბრდა, ხოლო პირველ ადგილზე მაურისიო პინილა იმყოფება, რომლის ანგარიშზეც 47 გატანილი გოლია.

სხვა სტატიები