Belive

"გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის" - საბა ლობჟანიძე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ავსტრიაში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საფრანგეთში საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, "ჯვაროსნებს" გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდა, ხოლო საბა კვერკველიამ გუნდთან ერთად, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კომენტარი საბა ლობჟანიძემ გააკეთა, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

ევროპის ჩემპიონატისთვის ძალიან კარგ ადგილას ვემზადებით. გუნდში მშვენიერი გარემოა და სრულად ვართ მოტივირებულები. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ჩვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

პირადად ჩემთვის საკლუბო დონეზე ახლა შუა სეზონია, ბევრი მატჩი ჩავატარე და კარგ ფორმაში ვარ. ვემზადებით ტურნირისთვის და ველოდებით ჯგუფურ ეტაპს. ნაკრები ერთი ოჯახია, უკვე დიდი ხანია ერთად მოვდივართ. ვარჯიშებზეც ჩანს ჩვენი განწყობა, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ შენიშვნების თუ გამხნევების სახით. ეს ყველაფერი ეხმარება გუნდს.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის წინ მოლოდინი დიდია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ერთნაირი ემოციით ველოდებით ევროპის ჩემპიონატს. - საბა ლობჟანიძე.

სხვა სტატიები