გატანილი გოლის ყველაზე უჩვეულო აღნიშვნა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯფუგური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, "შახტარისა" და "ლაიპციგის" დაპირისპირება შედგა.
მატჩი უდიდესი ინტრიგით იყო განმსჭვალული, თუმცა, "ლაიპციგმა" ინტრიგა ნაადრევადვე მოკლა, "შახტარს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
უკრაინული კლუბის კარში გატანილი პირველი გოლის ავტორად კრისტოფერ ნკუნკუ მოგვევლინა, რომელმაც "შახტარის" კარი მე-10 წუთზე აიღო. ნკუნკუმ გოლი ყველაზე უჩვეულოდ აღნიშნა, რომლის მსგავსიც ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარსაც კი ნაკლებად უნახავს.
ეპიზოდის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. გულშემატკივრები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ აღნიშნა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ასე უჩვეულოდ.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ნკუნკუმ გოლი მისი შვილის თხოვნის პატივსაცემად აღნიშნა. "ლაიპციგის" ვარსკვლავს ბუშტის გაბერვა მისმა შვილმა სთხოვა, რასაც ფეხბურთელი სიამოვნებით დასთანხმდა.