Belive

,,გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა'' - ნეიმარმა დონარუმასთან კონფლიქტი უარყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევი, ნეიმარი, გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ,,რეალთან'' მარცხის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან იჩხუბა. ნეიმარმა ინსტაგრამის პირად გვერდზე სტატიის სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც დონარუმასთან მიმოწერის სქრინშოტი დაურთო:
დონარუმა: გამარჯობა, ნეი! ბოდიში გუშინდელისთვის... ეს სტატია მიუღებელია. ნეიმარი: მეგობარო, დამშვიდდი, ფეხბურთში ასეთები ხდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ბევრ ტიტულს მოიგებ. თავი მაღლა ასწიე და ასე გააგრძელე!
შემდეგ ნეიმარმა ინსტაგრამ-სთორიში დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და გუშინ გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

სხვა სტატიები