2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აშშ უმასპინძლებს
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მასპინძლის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურისა და სერვისის მოთხოვნები, ასევე, ტურნირის ფართო, სტრატეგიული ამოცანები.
ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება.
უკვე ცნობილია, რომ ტურნირში მონაწილეობას ,,ჩელსი'', ,,რეალი'', ,,მანჩესტერ სიტი'', ,,პალმეირასი'', ,,ფლამენგო'', ,,მონტერეი'', ,,სიეტლი'', ,,ლეონი'', ,,ალ ჰილალი'', ,,ურავა რედი'', ,,ვიდად კასაბლანკა'' და ,,ალ აჰლი'' მიიღებენ.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის ,,რეალია'', რომელმაც ფინალში ,,ალ ჰილალი'' დაამარცხა.
FIFA Council appoints United States as host of new and expanded FIFA Club World Cup
— FIFA Media (@fifamedia) June 23, 2023
🗞️👉 https://t.co/nIZl1XwXmd pic.twitter.com/H4zrdsbqu7