Belive

გარსია: ,,კვარას ჟესტი? მინდა, დრო მივცე ყველას, ვინც კარგად ვარჯიშობს''

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ჯენოასთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა. ფრანგ სპეციალისტს მოედნიდან გასვლისას ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გაკეთებულ ჟესტზეც ჰკითხეს:

,,ვიცით, რომ კარგად არ გვითამაშია, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, რადგან მომენტები ვერ შევქმენით. ასევე, სტანდარტული მდგომარეობიდან ორი გოლი გავუშვით, რაც ყურადღების ნაკლებობაზე მეტყველებს.

 

ზამბო ანგისაზე ჯარიმა იყო, ასევე ოლივერას ჩაწოდებისას მეტოქეს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მატჩი ფრედ ამიტომ არ დასრულებულა, ჩვენ საკმარისად შეუპოვრები არ ვყოფილვართ. თითქმის ერთი საათი კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა სიტუაცია გამოასწორეს. მიუხედავად ამისა, უფრო ორი ქულა დავკარგეთ, ვიდრე ერთი მოვიპოვეთ.

 

იმედი მაქვს, ვისწავლით, რომ პირველივე წუთიდან 100%-ით უნდა დავიხარჯოთ და ხასიათის გამოვლენას არ დაველოდებით. ასევე, იმედია, რომ ყველა მატჩის მოსაგებად 3 გოლი არ დაგვჭირდება და დაცვაში უფრო საიმედოები გავხდებით.

 

კვარას ჟესტი? მინდა, ვინც კარგად ვარჯიშობს სათამაშო დრო ყველას მივცე. ძერბინის შეყვანით სწორედ ამის თქმა მსურდა. ეს კვარასთვის განკუთვნილი გზავნილი არ ყოფილა,'' - განაცხადა გარსიამ.

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრა ,,ჯენოასა'' და ,,ნაპოლის'' შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

რუდი გარსიას გუნდი მომავალ შეხვედრას 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ბრაგასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები