Belive

გარი ნევილი: "უოკერი ერთადერთია, ვისაც მბაპეს შეჩერება შეუძლია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა - გარი ნევილმა, 2022 წლის მუნდიალის მოახლოვებულ 1/4-ფინალზე ისაუბრა, სადაც ინგლისი - საფრანგეთის დაპირისპირება შედგება.

"ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველი გვყავს, რომელიც კილიან მბაპესთან გამკლავებას შეძლებს. ფიზიკურობის, ტემპისა და გამოცდილების თვალსაზრისით კილიან მბაპეს ასყვანად, უოკერზე უკეთესი მცველი ამ მომენტში არ მახსენდება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მბაპე ფეხს ვერ გაანძრევს და მთელი თამაში გაჩერებული იქნება, რადგან მბაპე განსაკუთრებულია და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

თუმცა, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მბაპე შევარცხვინოთ, რადგან კაილ უოკერს ეს შეუძლია".

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის 1/4-ფინალურ მატჩში სუპერდაპირისპირება შედგება. ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

1/4-ფინალური დაპირისპირება 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები