Belive

გარი ნევილი: "მანჩესტერ იუნაიტედი ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა..."

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე ცნობილმა ფეხბურთის ანალიტიკოსმა - გარი ნევილმა, მანჩესტერული კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და მათ ზოგად სატრანსფერო მიდგომებზე ისაუბრა.

"ეს საფეხბურთო კლუბი ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა" - გარი ნევილი.
ეს განცხადება გარი ნევილმა სპორტულ გადაცემაში გააჟღერა და კლუბის სისტემატიური წარუმატებლობა მათ არასწორ სატრანსფერო პოლიტიკას დააბრალა. "წითელი ეშმაკების" ყოფილმა მცველმა, კლუბს სწორი ტრანსფერებისა და იმ ფეხბურთელების შეძენისკენ მოუწოდა, რომლებიც "მანკუნიანელებს" პრემიერ ლიგის ტრიუმფში დაეხმარებიან.

"ამ კლუბში გაკეთებული ტრანსფერების 75% კლუბისათვის წარუმატებელია, ეს კი საშინელებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვისმენთ ამ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელების კრიტიკას, საინტერესოა როდის მიხვდებიან შიდა სამზარეულოში, რომ სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალონ.
ნევილი თვლის, რომ 2013 წლიდან "იუნაიტედის" მიერ შეძენილი 33 მთავარი მოთამაშიდან წარმატებული მხოლოდ ორი იყო: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბრუნო ფერნანდესი.

"ახლა თუ ისინი კრიშტიანუს დაკარგავენ, კლუბში გოლის გამტანი აღარ დარჩება. თუ სწორ ფეხბურთელებს არ მოიყვანენ და რონალდუს გაყიდიან, ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგას ბოლო ადგილებზე დაასრულებენ. ისინი აბსოლუტურად დემორალიზებულები არიან“.
შეგახსენებთ, რომ გარი ნევილმა მთელი კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედს" შესწირა. იგი მანჩესტერულ გრანდში 1992-2011 წლებში თამაშობდა, სადაც 400 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა გოლით 5-ჯერ მოახერხა.

სხვა სტატიები