Belive

"გარანტირებული არაფერია" - იურგენ კლოპი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვთნელმა შესაძლო ტრანსფერებისა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა.

გერმანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა, საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა. კლოპი დასძენს, რომ უპრესტიჟულეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე გასვლის შემთხვევაში, კლუბს ტრანსფერების განხორციელება გაუმარტივდება - თუმცა, მის გარეშეც "ლივერპულს" გააჩნია სათანადო ავტორიტეტი, რომ ვარსკვლავები მიიზიდოს.

"მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გარანტირებული არაა, მაგრამ, სხვა ყველაფერი უცვლელია. ეს ფანტასტიკური კლუბია. ჩვენ ვართ "ლივერპული" - კლუბი, რომელიც ბევრი ვარსკვლავისთვის სასურველია. ამიტომ არ ვღელავ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის გარეშე რთული იქნება", - იურგენ კლოპი.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის უკანასკნელ 8 ტურში "ლივერპული" დაუმარცხებლად ასპარეზობს. "ჩელსისთან" და "არსენალთან" ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ, მერსისაიდელებმა ზედიზედ 6 შეხვედრაში გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.

სხვა სტატიები