Belive

"განახლების შესაძლებლობა კვარას შესანარჩუნებლად" - იტალიური მედია პოტენციური კონტრაქტის შესახებ საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" და კონკრეტულად, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს და საამისოდ, 22 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის სულ მცირე 2028 წლამდე შენარჩუნება სურს და ამ დრომდე სატრანსფერო შემოთავაზებებისგან მის დაბლოკვას აპირებს. საამისოდ, დე ლაურენტისის გუნდს ახალი შეთავაზება აქვს გამზადებული, რომლის პირობებითაც გუნდის 77-ე ნომრის ყოველწლიური ანაზღაურება 1.2-დან 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

პოპულარული იტალიური გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ დე ლაურენტისს სურს შეინარჩუნოს თავისი ძვირფასეულობა და "ნაპოლის" ამბიციები ევროპული მასშტაბებითაც წარმოადგინოს.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

სხვა სტატიები