Belive

გამპერის თასზე ბარსელონას მეტოქე ალ აჰლი იქნება

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეგვიპტურმა კლუბმა ალ აჰლიმ ბარსელონასთან შეთანხმების მიღწევა დაადასტურა - გუნდები ერთმანეთს ჟოან გამპერის თასის ეგიდით გასამართ ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან.

გარიგებას წინ უძღოდა ალ აჰლის საფეხბურთო კომპანიის დელეგაციის, აჰმედ ჰოსამ ავადისა და ნაირა ალის მოკლე ვიზიტი ესპანეთში, სადაც მატჩის ორგანიზების საბოლოო დეტალები შეთანხმდა. ეგვიპტური კლუბის განცხადებით, ეს ნაბიჯი სრულად ემსახურება ალ აჰლის გლობალური ცნობადობის გაზრდასა და ევროპულ გრანდებთან თუ წამყვან სპორტულ ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას.

ჟოან გამპერის თასი ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელზეც კატალონიელები ახალი სეზონის დაწყებამდე, საკუთარ გულშემატკივრებს პირველ გუნდს წარუდგენენ ხოლმე (აუცილებლად კამპ ნოუზე).

ტურნირი პირველად 1966 წელს ჩატარდა და თავდაპირველად 4 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო 1997 წლიდან იგი ორგუნდიან ფორმატზე გადავიდა.

ალ აჰლი ისტორიაში შევა, როგორც პირველი არაბული და აფრიკული კლუბი, რომელიც ბარსელონას ჟოან გამპერის თასზე დაუპირისპირდება. აქამდე ტურნირში მონაწილეობა მხოლოდ ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებს ჰქონდათ მიღებული.

შეხვედრა 19 აგვისტოს, კამპ ნოუზე შედგება.

სხვა სტატიები