Belive

"გამოცდილ გუნდს ვხვდებით მაგრამ ტორპედოს დამარცხება შეგვიძლია" - სარაევოს მწვრთნელი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "სარაევოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

"ტორპედოსთან" მატჩის წინ "სარაევოს" მთავარმა მწვრთნელმა საპასუხო შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სარაევოს" მეტოქის დამარცხება შეუძლია.

"გამოცდილ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც ორგანიზებულია და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. იღბალმა გვიმტყუნა და წინა შეხვედრაში გამარჯვება ვერ შევძელით - ახლა 90 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება მოვახდინოთ. ვფიქრობ "ტორპედოს" დამარცხება არ გაგვიჭირდება", - მირზა ვარეშანოვიჩი.

შეგახსენებთ, 1 კვირის წინ, ქუთაისში გამართული მატჩი, ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "ტორპედო" მეტოქეს ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები