Belive

მამადუ სახომ ქუთაისის ტორპედო დატოვა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგმა მცველმა მამადუ სახომ გარეჯის წინააღმდეგ ტორპედოს მაისურით დღეს თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. 35 წლის ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბში 2024 წლიდან ირიცხებოდა, მან ამ დროში 18 შეხვედრა ჩაატარა.

გუნდის დატოვების შემდეგ ქუთაისის ტორპედო სახოს ინტერვიუს აქვეყნებს:

ტორპედოში მოსვლისას მსურდა მესაუბრა გუნდთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ. მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო კლუბს, გუნდელებს. მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის. დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა ტორპედო ქვეყნის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და აქ ვიქნები - მამადუ სახო

სხვა სტატიები