Belive

გამოკითხვა აჩვენებს, რომ არგენტინელებს მომავალ პრეზიდენტად მესი სურთ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალი ამბავი არ არის, რომ მესი არგენტინაში სიგიჟემდე უყვართ. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ლეოს სიყვარული სამშობლოში გაასმაგდა. "ალბისელესტემ" მსოფლიო ჩემპიონობა 1986 წლის შემდეგ პირველად იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიმ, მარადონას მსგავსად, შეძლო ამ ტიტულის მოგება. ბევრის აზრით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი, რაც მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობამდე აკლდა. ახლა, როდესაც მესიმ საბოლოოდ შეძლო მუნდიალის მოგება, მან არგენტინაში ღმერთის სტატუსიც დაიმსახურა და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრს სურს მისი პრეზიდენტობა 2023 წელს.

Giaccobe & Asociados-ის მიერ გამოკითხულ არგენტინელთა 43%-ზე მეტს სურს, რომ მესი მათი მომავალი პრეზიდენტი გახდეს. გამოიკითხა 2500-ზე მეტი არგენტინელი და აქედან 43,7%-ს ლეოს პრეზიდენტობა სურს. 37,8% უარს ამბობს ხოლო, 17,5% კი თავს იკავებს.

სხვა სტატიები