Belive

გამბია ავიაკატასტროფას გადაურჩა - ნაკრები ტექნიკურად გაუმართავი თვითმფრინავით მგზავრობდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გამბიის საფეხბურთო ნაკრები აფრიკის თასზე კოტ-დ'ივუარში მიემართებოდა, რა დროსაც ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი და გუნდის პერსონალი ცუდად გახდა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი გამბიის დედაქალაქ ბანჯულში დაესვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი აფრენიდან 9 წუთში მოხდა.

ამ ყველაფრის მიზეზი კი თვითმფრინავის მცირე ზომა გახდა, რის გამოც მოთამაშეებს ჰაერის უკმარისობა ჰქონდათ და რამდენიმე მათგანმა გონებაც კი დაკარგა.

ამ ფაქტის შესახებ, გამბიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა - საიდი იანკომ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

"როგორც კი ავედით პატარა თვითმფრინავში, რომელიც დაიქირავეს ჩვენს გასაფრენად, შევამჩნიეთ საშინელი სიცხე, რომელმაც რამდენიმე წუთში ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი ცუდად გახადა. ეკიპაჟმა დაგვარწმუნა, რომ კონდიცირება დაიწყებოდა მაშინვე, როგორც კი ცაში ავფრინდებოდით.

აფრენიდან რამდენიმე წუთში, არაადამიანურ სიცხეს ჟანგბადის ნაკლებობა დაემატა, რომელმაც ბევრ ჩვენს ფეხბურთელსა თუ სტაფის წევრს დაუტოვა ძლიერი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა უკიდურესად რთულ ფორმებში..." - საიდი იანკო
View this post on Instagram

A post shared by Saidy Janko (@saidyjanko22)

გამბიის ეროვნული ნაკრების ბელგიელმა თავკაცმა - ტომ სენტფიტიმ, ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კიდევ 15 წუთი რომ თვითმფრინავი არ დაბრუნებულიყო დედაქალაქში, ყველანი გარდაცვლილები იქნებოდნენ.

"ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა მივიღეთ. კიდევ 15-20 წუთი რომ გვეფრინა სავარაუდოდ ყველანი დავიხოცებოდით.

აფრენიდან 9 წუთში საშინელი შედეგი მივიღეთ, რამდენიმე ჩვენმა მოთამაშემ გონება დაკარგა და სტაფის 2 წევრი ამ წამამდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერზე ვინმე აგებს პასუხს..." - ტომ სენტფიტი

შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასი 13 იანვარს აიღებს სტარტს და 11 თებერვალს დასრულდება. გამბიის ეროვნული ნაკრები C ჯგუფში: კამერუნთან, სენეგალთან და გვინეის ნაკრებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები