Belive

"გამარჯვებას ჩემს ხალხსა და ოჯახს ვუძღვნი" - სევილიას მეკარე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში იასინ ბონოს ბენეფისი შედგა – “სევილიას” კიპერმა ბრწყინვალე სეივები განახორციელა და ანდალუსიურ კლუბს ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

ფინალში ნაჩვენები ბრწყინვალე პერფორმანსის შედეგად, "სევილიას" მაროკოელი კიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად დამსახურებულად დასახელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იასინ ბონომ ემოციური კომენტარი გააკეთა და გამარჯვება მაროკოელ ხალხსა და მის ოჯახს მიუძღვნა.

"სეზონი რთულად დავიწყეთ, მაგრამ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით. დღევანდელმა ფინალმა მუნდიალის მატჩი გამახსენა. ამ გამარჯვებას მაროკოელ ხალხსა და ჩემს ოჯახს ვუძღვნი", - იასინ ბონო.

სხვა სტატიები