გალტიე: ,,თუ ფიქრობთ, რომ ბაიერნთან ჩემი გუნდის თამაში მომეწონა, პატივს არ მცემთ''
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე, გააღიზიანა შეკითხვამ, გამოიყენებდა თუ არა ,,ლილთან'' იმავე ტაქტიკას, რომლითაც ,,ბაიერნის'' წინააღმდეგ ითამაშა:
,,დამცინით? როგორ ფიქრობთ, კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც ,,ბაიერნის'' წინააღმდეგ ვნახე? არა, კმაყოფილი არ ვყოფილვარ! მიუნხენელებთან მატჩში ის შემადგენლობა ავირჩიე, რომელიც შემეძლო. გგონიათ, რომ 16 წლის ზაირ-ემერის სასტარტოში დაყენებას ვგეგმავდი? თუ ფიქრობთ, რომ ჩემი გუნდის თამაში მომეწონა, მაშინ პატივს არ მცემთ.
არჩევნის გასაკეთებლად, ის უნდა არსებობდეს. ვერ ვიტყვი, რომ ინვესტიციით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ დროისთვის კლუბში ძალიან მცირე კონკურენციაა,'' - განაცხადა გალტიემ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პსჟ'' შინ ,,ბაიერნთან'' 0:1 დამარცხდა. გუნდებს შორის მომავალი მატჩი 8 მარტს, მიუნხენში გაიმართება.