Belive

"გალტიე ნაპოლის შეუთანხმდა" - La Gazzetta dello Sport

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, კრისტოფ გალტიე "ნაპოლის" მომავალი მთავარი მწვრთნელი გახდება.

La Gazzetta dello Sport აღნიშნავს, რომ ნეაპოლიტანური კლუბის წარმომადგენლებსა და გალტიეს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და კონტრაქტის დეტალებიც ცნობილია.

ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალების მტკიცებით, გალტიე 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს. ასევე ცნობილია, რომ ფრანგი სპეციალისტი ხელფასის სახით ყოველწლიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები