Belive

გალათასარაის სპორტსმენები 1 თვის ხელფასზე უარს ამბობენ | აღნიშნული თანხა მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"გალათასარაის" პრეზიდენტმა დურსუნ ოზბეკმა განაცხადა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სპორტსმენები ხელფასს არ აიღებენ და აღნიშნული თანხა მიწისძვრისგან დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.

"6 თებერვალს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ ბევრი, რამ გავაკეთეთ დაზარალებულთათვის, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი სპორტსმენები ერთი თვის ხელფასზე უარს ამბობენ და აღნიშნული თანხა მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება" - განაცხადა "გალათასარაის" პრეზიდენტმა.

სხვა სტატიები