წყალდიდობის გამო შესაძლოა პრემიერ ლიგის მატჩები გადაიდოს
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო, რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ძლიერი წვიმები უახლოს დღეებშიც არის მოსალოდნელი.
სტიქიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა "ნოტინგემისა" და "ლუტონის" დაპირისპირების ჩატარება. ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ნოტინგემში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ამის გამო ზოგიერთ სავალი ნაწილი დაზიანდა და გადაადგილებაც აკრძალულია.
Athletic-ის ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა "ნოტინგემისა" და "ლუტონის" შეხვედრა გადაიდოს.
This is the flooding at Sherwood Forest Holiday Park in Clipstone near Mansfield today 💧
— BBC Nottingham (@BBCNottingham) October 20, 2023
What's it like where you are?
For the latest weather and travel updates: https://t.co/bvb3e8yaCt pic.twitter.com/ibeD86JxrG
Manchester Evening News-ის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-დასავლეთში ამინდი გაუარესება არის მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ გადადების რისკის ქვეშ პრემიერ ლიგის კიდევ ოთხი თამაშია. ესენი არიან: "ლივერპული - ევერტონი", "მანჩესტერ სიტი - ბრაიტონი", "ნიუკასლი - კრისტალ პალასი" და "შეფილდ იუნაიტედი - მანჩესტერ იუნაიტედი".