Belive

გალათასარაის პრობლემა მიქაუტაძის დათანხმებაა და არა ლიონის

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქული მედიის (ntvspor) ინფორმაციით, "გალათასარაი" 2 შეთავაზების უკვე გაკეთების მიუხედავად, გაჩერებას არ აპირებს და ძალიან სურს საკუთარ რიგებში გიორგი მიქაუტაძე იხილოს. ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ, "ლიონი" დაარწმუნეს, თუმცა ახლა პასუხს ქართველი თავდამსხმელისგან ელიან - წერს ntvspor.

შუალედურ სატრანსფერო პერიოდში გალათასარაის ნომერ პირველი სამიზნე სწორედ გიორგი მიქაუტაძეა. როგორც ჩანს, ლიონის სიჯიუტე შემცირდა. დაჟინებული მოლაპარაკებების შედეგად გაირკვა, რომ ფრანგულმა კლუბმა ამ თვეში 18 + 2 + 2 - მილიონიანი შეთავაზება მიიღო.

18 მილიონი ევრო შეთანხმებულია მოთამაშის შესყიდვის ფასად, 2 მილიონი ევრო პრემიების სახით (მარტივი პირობებით) და 2 მილიონი ევრო ბონუსად (რთული პირობებით). თავიდანვე გაჩენილი სცენარის საპირისპიროდ, ამჯერად გალათასარაის პრობლემა ლიონი კი არა, თავად ფეხბურთელია. თურქები 24 წლის თავდამსხმელის "დიახ" პასუხს ელოდებიან და მათ იციან, რომ ქართველს სხვა მსურველებიც ჰყავს, ეს კი გალასთვის საშინელი ამბავია, რადგან ფეხბურთელის პრიორიტეტი TOP 5 ლიგაში თამაშია.

სხვა სტატიები