გადაწყვეტილება მიღებულია - წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, "დინამო კიევის" საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. გიორგიმ, რომელიც ისრაელში დაიბადა, უკრაინასთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.
“უკრაინული ფეხბურთისთვის არც თუ ისე კარგი ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა - ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა გიორგის ბაბუა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. როდესაც "დინამოს" ფეხბურთელი დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის დიდი სურვილი იყო, წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა" - წერს football.ua-ს ჟურნალისტი.ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 20 წლის წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები. ის ახლა "დინამო კიევიდან" "ვორსკლაშია" განათხოვრებული.