კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაი 1:0 დაამარცხა.
,,ალბისელესტემ'' მატჩის სტარტზე რამდენიმე მომენტი შექმნა, რასაც შედეგი მალევე მოყვა - შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გვიდო როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც ლეო მესის გადაცემით ისარგებლა.
მეორე ნახევარში ურუგვაის ნაკრები ბურთს ფლობდა, თუმცა ოსკარ ტაბარესის გუნდმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.
2 ტურის შემდეგ არგენტინა 4 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ურუგვაი კი უქულოდ (1 თამაშში) მე-4 ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას არგენტინის ნაკრები 22 ივნისს პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, ურუგვაი კი ჩილეს შეხვდება.