Belive

"გადაეცი პერესს, რომ არ გიშვებ" - ზიდანის ტრანსფერის დეტალები

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურმა ფიგურამ ლუჩანო მოჯიმ ზინედინ ზიდანის ტრანსფერის დეტალები გაიხსენა. "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ, მე და ზიდანი გასახდელში დავრჩით და დიდხანს ვისაუბრეთ. ის წნეხის ქვეშ იყო, რადგან აშკარად ეტყობოდა, რომ "რეალში" წასვლა უნდოდა. მაშინ ვუთხარი ზინედინს, რომ გადაეცა ფლორენტინო პერესისთვის, რომ მის გაშვებას არსად ვაპირებდი. ამის შემდეგ, პერესი მიხვდა, რომ დიდი თანხის გადახდა მოუწევდა, რაზეც მანამდე არც კი უფიქრია",-თქვა მოჯიმ. "სამეფო კლუბის" ამჟამინდელი თავკაცი "ბლანკოსებს" 2001 წელს, 75 მილიონ ევროდ შეუერთდა და იქ 2006 წლამდე, ანუ კარიერის ბოლომდე ითამაშა.

სხვა სტატიები