Belive

გაბრიელ სიგუა ევრო 2024-ის ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელებში მოხვდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაბრიელ სიგუა გამოიძახეს, რომელიც ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა (18 წლის). ქართველი ფეხბურთელის შესახებ ბრიტანული სპორტული გამოცემა Goal წერს. გაბრიელი სიაში მოხვდა ისეთ ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ლამინე იამალი, კობი მეინუ, არდა გულერი და სხვები.

საქართველო ევრო 2024-ის ერთადერთი დებიუტანტია, მაგრამ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გერმანიაში ერთ-ორ სიურპრიზს შემოგვთავაზებენ.

მათი მოგზაურობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გაბრიელ სიგუაა, რომელიც ვილი სანიოლმა გვიან გამოიძახა, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია თუ რამდენ სათამაშო დროს მისცემს მას მთავარი მწვრთნელი.

სიგუამ კარიერა თბილისის "დინამოში" 2022 წელს დაიწყო და ბავშვობის კლუბში თამაშიდან 1 წლის შემდეგ, ის "ბაზელში" წავიდა. 18 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა შვეიცარიაში, 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. - Goal.com

Goal-ის სიაში მოხვდნენ: არდა გულერი (თურქეთი), სემიჰ კილიჩსოი (თურქეთი), კობი მეინუ (ინგლისი), ლეო საუერი (სლოვაკეთი), გაბრიელ სიგუა (საქართველო), არტურ ვერმერენი (ბელგია), ლამინე იამალი (ესპანეთი), კენან ილდიზი (თურქეთი), უორენ ზაირე-ემერი (საფრანგეთი),

სხვა სტატიები