გაბონმა საფეხბურთო ნაკრები გააუქმა ობამეიანგს კი თამაში აუკრძალა
გაბონის საფეხბურთო ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე წარუმატებლად ითამაშა, ჯგუფში სამივე თამაში წააგო და ტურნირზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. თითქოს ამ ამბავში არაფერია განსაკუთრებული და ჩვენს ყურადღებასაც არ მიიპყრობდა, რომ არა ერთი უჩვეულო გარემოება...
კოტ დ'ივუართან, კამერუნთან და მოზამბიკთან მარცხი კატასტროფის ტოლფასი არაა, მაგრამ ამ ყველაფერმა აფრიკულ ქვეყანაში მღელვარება გამოიწვია. გაბონის მთავრობის გადაწყვეტილებით, აფრიკის ერთა თასზე ნაჩვენები ნეგატიური შედეგის გამო, საფეხბურთო ნაკრები დროებით გაუქმდა, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაბონის ნაკრებში თამაში სამუდამოდ აეკრძალა.
🚨 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Pierre-Emerick Aubameyang has been banned from the National Team of Gabon after being eliminated in the AFCON Group Stages. 🇬🇦❌ pic.twitter.com/XWawhIequB
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) January 1, 2026
გაბონის სპორტის მინისტრმა საფეხბურთო ნაკრების თამაშის ხარისხს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც მათ ჰქონდათ დაწესებული. რაც შეეხება ობამეიანგს - მას ტრავმის გამო ბოლო მატჩის გამოტოვება და მარსელში გამგზავრება არ აპატიეს.
შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გაბონის ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა და 86 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი.