ფუტსალი | საქართველო პორტუგალიასთან დამარცხდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა და 2:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში დანაკლისით ჩავიდა. ტრავმირებული რონინიო გუნდს ვერ დაეხმარა - მის ნაცვლად, გუნდს ვილიანი შეუერთდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ოთხივე გოლი მატცის პირველ ტაიმში გაუშვა - მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა თამაშში დაბრუნება სცადა, მაგრამ მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (4:2) დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, E-ჯგუფს 6 ქულით პორტუგალია ლიდერობს, საქართველოსა და ფინეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო სომხეთმა 2 მარცხი განიცადა და უქულოდაა. მე-3 ტურის მატჩები 6-7 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც საქართველო პრინციპულ მატჩში ფინეთს უმასპინძლებს.