ფუტსალი | ელიტ რაუნდში საქართველო საფრანგეთს დაუზავდა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნითი შეხვედრა გამართა.
16 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველო ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, საფრანგეთს დაუპირისპირდა და 3:3 დაუზავდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ქვეჯგუფში ასპარეზობა 4 გამარჯვებით, 1 ფრითა და მხოლოდ 1 მარცხით დაასრულა. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება 11 აპრილს, კოსოვოსთან გამარჯვებით მოიპოვა.