Belive

"არაფრის გვეშინია, ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ალი ასლანი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას დაუპირისპირდა - მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ის, რომ საქართველომ ქულის მოპოვება შეძლო, დიდწილად მეკარის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ალი ასლანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ალი ასლანმა ხორვატიასთან მატჩში უამრავი რთული ბურთის მოგერიება შეძლო - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მატჩის ბოლო წუთებზე აღებული პენალტია, რომელმაც ქულა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეგვინარჩუნა.

ხორვატიასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ასლანიმ კომენტარი გააკეთა.

დიდებული თამაში იყო. მართალია ტურნირი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ. როდესაც კარგად ვთამაშობ, ეს ნიშნავს, რომ გუნდი თამაშობს კარგად - ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი ძმები და მეგობრები არიან მადლობას ვუხდი.

საფრანგეთს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ, არაფრის გვეშინია.
- ალი ასლანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოა და საფრანგეთის პრინციპული მატჩი 28 იანვარს, 19:30 საათზე გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირა, როდესაც ჯგუფში 2 მატჩი მოიგო და პლეი-ოფში გავიდა.