Belive

"ფროზინონე გიორგი კვერნაძის აფეთქებას ელის" - იტალიური მედია

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ფროზინონე" ქართველი ფეხბურთელის გიორგი კვერნაძის აფეთქებას ელის, სტატიას Alessioporcu აქვეყნებს. "ფროზინონეს" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო ვივარინი მაქსიმალურად შეეცდება გამოიყენოს მისი თვისებები.

იტალიური გუნდის ბედი შეიძლება დამოკიდებული იყოს გიორგი კვერნაძეზე, რადგან მათ შემტევ გარემარბზე ფსონები უკვე დადეს და შემდეგი სეზონიდან მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

"ფროზინონე" სერია B-ში დაქვეითდა და ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორიც იყოს, რადგან შესაძლოა გუნდმა პერსპექტიული მოთამაშეები უფრო აღმოაჩინოს და თავის გამოჩენის საშუალება უფრო მისცეს. ვივარინის კვერნაძის თვისებების სჯერა და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იქნება.

კვარას კვალდაკვალ.

2003 წელს დაბადებული კვერნაძე "ფროზინენოში" შარშან მივიდა და მას ხვიჩა კვარაცხელიას ადარებდნენ, ამ შედარებამ ფეხბურთელს შესაძლოა ზიანი მიაყენა, რადგან ისედაც დიდი მოლოდინი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.

მცირე სათამაშო დროის მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობამ მოთამაშის გამოსყიდვა გადაწყვიტა, ამ მხრივ მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო ვივარინის აზრი გადამწყვეტი იყო, რადგან როგორც თვითონ აღნიშნა გიორგის აქვს ხარისხი და ის გუნდს სჭირდება.

მთავარმა მწვრთნელმა ასევე თქვა, რომ "ჩვენ გამოვისყიდეთ ფეხბურთელი, მაგრამ ცხადია მან ყველაფერი მოედანზე უნდა დაგვიმტკიცოს." გიორგი კვერნაძეს არამხოლოდ მარცხენა გარემარბად შეუძლია თამაში, არამედ მარჯვენა შემტევ და ცენტრალურ ნახევარმცველადაც.

შეგახსენებთ, გიორგი კვერნაძე "ფროზინონეში" 2023/24 წლების სეზონში ფოთის "კოლხეთიდან" იჯარით გადავიდა და როგორც სერია A-ს ასევე იტალიის თასის ეგიდით 8 შეხვედრა ჩაატარა. "ფროზინონე" იტალიის სერია B-ში დაქვეითდა და გუნდმა ქართველი ფებურთელის გამოსყიდვა გადაწყვიტა, გიორგის გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები