ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანელი ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა დაადასტურა.
,,ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ მეუღლე და მამა, ფრანც ბეკენბაუერი მშვიდად გარდაიცვალა გუშინ, კვირას, ძილში, ოჯახის გარემოცვაში.” - წერია ოჯახის წევრების განცხადებაში
ბეკენბაუერი კარიერის განმავლობაში ,,ბაიერნში”, ,,ნიუ იორკ კოსმოსსა” და ,,ჰამბურგში” თამაშობდა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 1974 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
1990 წელს ფრანცი მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის ამპლუაშიც გახდა.