ფრანგულ მედიაში პსჟ-ის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' შემტევმა, ლამინე იამალმა, კარიერა, შესაძლოა, ,,პსჟ-ში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ესპანელი ზაფხულში პარიზული გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
როგორც Le Parisien წერს, იამალის გადაბირება პირადად ,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, სურს.
შეთანხმების შემთხვევაში, იამალის ტრანსფერი ფრანგულ კლუბს 200 მილიონ ევრომდე დაუჯდება. პარიზელებისთვის უპირატესობა ის არის, რომ ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ,,პსჟ-სთან'' კარგი ურთიერთობა აქვს.
მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი ევროა.