Belive

FourFourTwo-მ ყველა დროის საუკეთესო მეკარე დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო მეკარე ლევ იაშინია:

,,ერთადერთი მეკარე დღემდე, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება შეძლო. ლევ იაშინი ყველა დროის საუკეთესო რუსი ფეხბურთელია.

1958-დან 1970 წლის ჩათვლით საბჭოთა კავშირთან ერთად ოთხივე მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, 1960 წელს კი მის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა - ,,შავი ობობა'', რომელმაც მსოფლიო გმირული მოგერიებებით აღაფრთოვანა. პორტუგალიელმა დიდმა ეუსებიომ მას ,,საუკუნის შეუადარებელი მეკარე'' უწოდა.'' - წერს FourFourTwo

ერთადერთი მოქმედი მეკარე, რომელიც ათეულში მოხვდა, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის'' გოლკიპერი - მანუელ ნოიერია. 38 წლის მანუ რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს.

საუკეთესო ხუთეულში, ასევე, გორდონ ბენქსი, იკერ კასილასი და რიკარდო ზამორა არიან.

მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო მეკარე FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. ლევ იაშინი

  2. მანუელ ნოიერი

  3. გორდონ ბენქსი

  4. იკერ კასილასი

  5. რიკარდო ზამორა

  6. ზეპ მაიერი

  7. ჯანლუიჯი ბუფონი

  8. პეტრ ჩეხი

  9. პეტერ შმეიხელი

  10. დინო ძოფი