Belive

FourFourTwo-მ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო მცველები დაასახელა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, 2000-იანი წლების საუკეთესო მცველი ლონდონის ,,ჩელსისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჯონ ტერია.

,,ჯონ ტერი - 2000-იანი წლების საუკეთესო მცველი და, ალბათ, საუკეთესო ჩელსის ისტორიასა და პრემიერლიგის ერაში. ის შესანიშნავი იყო როგორც ჩელსიში, ასევე ინგლისის ნაკრებში.

ტერი, რომელიც კაპიტნის სამკლაურს 2006 წლიდან 2010 წლამდე ეროვნულ გუნდშიც ატარებდა, გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგა კაპიტნის ამპლუაში 5-ჯერ მოიგო. ინგლისელი 2004-05 წლების სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. - წერს FourFourTwo

გამოცემის რჩეულთა შორის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი - მათ შორის ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, კაფუ, რობერტო კარლოსი და პაოლო მალდინი მოხვდნენ.

2000-იანი წლების 10 საუკეთესო მცველი FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. ჯონ ტერი

  2. ფაბიო კანავარო

  3. რიო ფერდინანდი

  4. ალესანდრო ნესტა

  5. ეშლი კოული

  6. კაფუ

  7. რობერტო კარლოსი

  8. პაოლო მალდინი

  9. კარლეს პუოლი

  10. ნემანია ვიდიჩი

სხვა სტატიები