Belive

Forbes-მა მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდასხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

2022 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის მაისამდე პორტუგალიელის შემოსავალმა (ხელფასი, პრიზები, პრემიები, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება, კომერციულ პროექტებში მონაწილეობა) 136 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეს ფეხბურთელებს შორის ყველა დროის რეკორდია, სპორტსმენებს შორის კი, კონორ მაკგრეგორის, ტაიგერ ვუდსისა და როჯერ ფედერერის შემდეგ, მეოთხე შედეგია.

ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენების Top ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 136 მილიონი დოლარი
  2. ლეო მესი (ფეხბურთი) - 130 მილიონი დოლარი
  3. კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 120 მილიონი დოლარი
  4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 119,5 მილიონი დოლარი
  5. საულ კანელო ალვარესი (კრივი) - 110 მილიონი დოლარი
  6. დასტინ ჯონსონი (გოლფი) - 107 მილიონი დოლარი
  7. ფილ მიკელსონი (გოლფი) - 106 მილიონი დოლარი
  8. სტეფ კარი (კალათბურთი) - 100,4 მილიონი დოლარი
  9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 95,1 მილიონი დოლარი
  10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 89 მილიონი დოლარი

სხვა სტატიები