Belive

ხავის ლევანდოვსკის ჩანაცვლება სურდა - ლაპორტა მას არ დაეთანხმა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Diario Sport წერს, რომ სეზონის განმავლობაში ხავიმ დაიწყო ფიქრი, რომ მომავალ სეზონში მას სხვა ტიპის ცენტრფორვარდი დასჭირდებოდა და ამის შესახებ კლუბს აცნობა. ხავის სურდა რობერტ ლევანდოვსკი არტემ დოვბიკით შეეცვალა.

პრობლემად იქცა ის, რომ ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავია, ეს უკანასკნელი კი "ბარსელონას" პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას უახლოესი მეგობარია. ეს აზრი კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუსაც არ მოეწონა, ამიტომ ხავის ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. არტემ დოვბიკი ლა ლიგის ბომბარდირი 24 გოლით გახდა, თუმცა ხავის სურვილი შეუსრულებელი დარჩა და ურთიერთობა ხელმძღვანელობასთანაც გაუფუჭდა.

ხავიმ ჯერ თავად გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებდა, შემდეგ ის დარჩენაში დაარწმუნეს, ბოლოს თავად კლუბმა გაათავისუფლა პოსტიდან. ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკია, რომელიც ლევანდოვსკის "ბაიერნში" ყოფნის დროს წრთვნიდა.

სხვა სტატიები