2021/2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულები არიან ამაზე არავინ დავობს. ბევრის აზრით, ისინი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებიც კი არიან. ჩვენ არ ვაპირებთ კამათს იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს რონალდუ და მესი ვერ აჩვენებენ იმ თამაშს, რომლითაც გულშემატკივარს თავი შეაყვარეს. მიუხედავად ყველა ტურნირზე გატანილი 24 გოლისა, 37 წლის რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტიტულის მოგება ვერ შეძლო. მესიმ სადებიუტო სეზონში "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა და ეს არგენტინელის ყველაზე დაბალშედეგიანი სეზონია 2005/2006 წლების შემდეგ. სწორედ ამიტომ, მესი და რონალდუ ვერ მოხვდნენ მოწინავე პოზიციაზე იმ სიაში, სადაც Marca-მ 2021/2022 წლების სეზონის 100 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. რონალდუმ 21-ე, მესიმ კი 26-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნული რეიტინგი Marca-მ ჟიურის 71 წევრის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნა. საუკეთესო თერთმეტეულში დომინირებენ "მადრიდის რეალის", "ლივერპულის" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები.
5 Real Madrid players are included in @Marca's best XI of the season. 🔝#rmalive pic.twitter.com/JVyJp8D3ea — Madrid Zone (@theMadridZone) June 30, 2022