Belive

ფონსეკა: ,,მოგებისთვის საჭიროა, რომ დაცვაში იდეალურად ვითამაშოთ''

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, ,,ლივერპულთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ლივერპული ძალიან ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში პოზიციური და ინდივიდუალური თამაშით, ამის შესახებ ყველამ ვიცით.

მოგებისთვის საჭიროა, რომ დაცვაში იდეალურად ვითამაშოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მეტოქე გოლებს გაიტანს.

სრულყოფილი გუნდი უნდა ვიყოთ, რათა თავი დავიცვათ, შემდეგ კი სტაბილურად შევუტიოთ. ხვალინდელი მატჩი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენი პროგრესი ვაჩვენოთ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების გავლენა შეხვედრაზე დიდი იქნება. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.'' - პაულო ფონსეკა

ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის პირველ ტურში ,,მილანი'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები