Belive

"ფოკუსირებას კლუბზე ვახდენ და არა საკუთარ თავზე" - კილიან მბაპე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით დაწყებულ სპეკულაციებს დასასრული არ უჩანს. ფრანგული და ევროპული მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებენ იმის შესახებ, თუ სად გაგრძელდება მბაპეს კარიერა.

მომავალთან დაკავშირებით საუბრისას, კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ ფოკუსირებას კლუბზე ახდენს და არა საკუთარ თავზე. მბაპემ აგრეთვე დასძინა, რომ მასსა და ნასერ ალ ჰელაიფის შორის შეთანხმება არსებობს.

გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ ჩვენ ნასერ ალ ჰელაიფისთან შეთანხმება გვაკავშირებს, რაც ნიშნავს, რომ ყველა მხარე დაცულია. ფოკუსირებას გუნდზე ვახდენ და არა ჩემს გარშემო არსებულ სიტუაციაზე. 2022 წელს მაისამდე არ ვიცოდი, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებდი. როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, აუცილებლად შეგატყობინებთ. - კილიან მბაპე.

სხვა სტატიები