საფრანგეთის სპორტის მინისტრი: ,,ვისურვებდი, რომ მბაპეს ოლიმპიადაზე ეთამაშა''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, ამელი უდეა-კასტელამ, კილიან მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენიდან'' შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:
,,მბაპემ უკვე წარმოუდგენლად ბევრი მოგვცა, ის მთელი ლიგა 1-სთვის შთამაგონებელი იყო. ცხადია, ვღელავთ, რადგან, გვინდა, რომ ისევ ჩვენს ჩემპიონატში ვიხილოთ და მის თამაშებს უფრო ხშირად ვუყუროთ.
თუმცა, კილიანმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ის ჩვენი ნაკრების კაპიტნად რჩება და ვისურვებდი, რომ ოლიმპიადაზე ეთამაშა...'' - ამელი უდეა-კასტელა
რამდენიმე კვირის წინ, არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაწერა, რომ ,,რეალსა'' და მბაპეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფრანგი ზაფხულში ,,სამეფო კლუბს'' შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 41 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, კილიანის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.
🔴 Sur l'éventuel départ de Kylian Mbappé du PSG ➡️ "Il a donné déjà énormément et inspiré ce championnat. On est toujours frustrés, on a envie de le voir plus", décrit Amélie Oudéa-Castera. pic.twitter.com/eNHd1fp7MS
— franceinfo (@franceinfo) April 17, 2024