Belive

ფლორიან ვირცი ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შესანიშნავი საკლუბო სეზონის შემდეგ, რომელშიც "ლევერკუზენმა" ბუნდესლიგა ისტორიაში პირველად მოიგო და თანაც ისე, რომ თამაში არ წაუგია, ბუნებრივია, რომ საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ბაიერის მოთამაშე დასახელდა. ფლორიან ვირცი 'ფარმაცეფტების' ლიდერი იყო და 2023/2024 წლების სეზონის ბუნდესლიგის საუკეთესოც სწორედ გერმანელი გახდა.

ვირცი ვარსკვლავურ სეზონში სამჯერ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ (ოქტომბერი, დეკემბერი და თებერვალი). შემტევი ნახევარმცველი მაისის დასაწყისში მხოლოდ 21 წლის გახდა, მაგრამ ის წამყვანი ფიგურაა ხაბი ალონსოს ჯერ კიდევ დაუმარცხებელი გუნდის ყველა ძირითად სტატისტიკაში.

ვირცმა ამ სეზონში 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისვენებდა ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე, მაშინ, როცა ლევერკუზენს თამაშში გარდატეხის შეტანა სჭირდებოდა, სათადარიგო სკამიდან შემოდიოდა და თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ლევერკუზენმა უამრავ შეხვედრაში ბოლო წუთებზე შეძლო წაგების თავიდან აცილება. "ფლო მაშინაც კი საუკეთესოა, როცა თავისი შესაძლებლობების 70 პროცენტს იყენებს"- ასე დაახასიათა ვირცი ლევერკუზენის მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ.

სხვა სტატიები