'ეკიტიკე-ისაკის დუეტი ვირცის გამო ვერ შედგა' - დუაიტ იორკი
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არნე სლოტის ხელმძღვანელობით, ლივერპულის ახალი შეტევითი თავსატეხი ჯერ ვერ ამოიხსნა. გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთელები დაიმატა (ვირცი, ეკიტიკე, ისაკი), თუმცა სტაბილური შემადგენლობა, რომელიც შედეგს მოიტანს, ჯერ არ ჩანს. დუაიტ იორკი (იუნაიტედის ყოფილი თავდამსხმელი) აცხადებს, რომ 116 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მქონე ფლორიან ვირცი, კლუბის საუკეთესო ტაქტიკურ გადაწყვეტას ბლოკავს.
ისაკი შეიძლება ცხრიანი იყოს. ეკიტიკეს შეუძლია ფლანგზე თამაში. მაგრამ ვერ გაიგებთ, სანამ სლოტს არ აიძულებენ სცადოს. ის შეიძლება იმ გზით წავიდეს, როგორც სერ ალექსი მიხვდა, რა უნდა მოეხერხებინა ჩემთვის და კოულისთვის (ენდი კოული - იორკის მეწყვილე ფერგიუსონის მანჩესტერში).
ლივერპულის პრობლემა ფლორიან ვირცია. ეს ხდება იმიტომ, რომ მასში უდიდესი ფულია გადახდილი და სკამზე ვერ სვამენ, თუმცა სლოტი უნდა ენდოს საკუთარ თავს და ინსტინქტებს, შეძლებენ თუ არა ეკიტიკე და ისაკი ერთად გოლების გატანას. - განაცხადა დუაიტ იორკმა
ფლორიან ვირცმა, ლივერპულის შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე) და მხოლოდ 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული (არცერთი პრემიერ ლიგაში).
არნე სლოტის გუნდი ცხრილის მე-8 ადგილზეა და ლიდერ არსენალს 6 ქულით ჩამორჩება.