Belive

"ფლორენტინო პერესს მამარდაშვილის თამაში არ მოეწონა" - Defensa Central

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფლორენტინო პერესს გიორგი მამარდაშვილის თამაში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ არ მოეწონა და ქართველით იმედგაცრუებულია, ამის შესახებ ესპანური გამოცემა "Defensacentral" წერს.

მადრიდული კლუბის პრეზიდენტი გასულ ზაფხულს "ვალენსიას" ერთ-ერთ ფეხბურთელს აკვირდებოდა, ტიბო კურტუას ტრავმის დროს პირველი ვარიანტი ვისაც შეიძლებოდა, რომ ბელგიელი მეკარე ჩაენაცვლებინა სწორედ გიორგი მამარდაშვილი იყო, "რეალი" ქართველი მეკარის ყიდვას ცდილობდა, მაგრამ მესტალიელებმა ეს შეთავაზება უარყვეს და შეთანხმებაც არ შედგა, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიამ" გუნდიდან არ გაუშვა.

სწორედ ამ დროს დაინტერესდა პერესი კეპას ვარიანტით, რომელმაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო, თუმცა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი მამარდაშვილის შეძენას მაინც გეგმავდა და მის ყურადღებას ქართველი მეკარე ყოველთვის იპყრობდა. როგორც ესპანური გამოცემა წერს "რეალ მადრიდისა" და "ვალენსიას" მატჩი შესანიშნავი დრო იყო იმისთვის, რომ მამარდაშვილის ტრანსფერზე მადრიდულ კლუბს ისევ ეფიქრა და დღის წესრიგში დარჩენილიყო, მაგრამ ფლორენტინოს მოლოდინი ქართველი მეკარის ასპარეზობამ როგორც ჩანს არ გაამართლა. მატჩის მიმდინარეობისას გიორგის დაძაბულობა ეტყობოდა და შეცდომაც დაუშვა როდესაც როდრიგოს პასი გაუკეთა და ამ შეცდომამ რეალის მეოთხე გოლი გამოიწვია, ასევე მისი ასპარეზობა არც თუ ისე ბრწყინვალე იყო.

ქართველის მეკარისთვის "სამეფო კლუბის" კარი შესაძლოა საბოლოოდ დაიკეტოს, რადგან ფლორენტინო პერესს იმედები გაუცრუვდა, რომელიც ტრავმირებული ტიბო კურტუას შემცვლელად განიხილებოდა - წერს "Defensacentral".

სხვა სტატიები