Belive

ბრიტანელი ჟურნალისტი: "ალისონი ლივერპულს 2025 წელს არ დატოვებს"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულს" ამჟამად, გიორგი მამარდაშვილის ჩათვლით, სამი უმაღლესი დონის მეკარე ჰყავს. ქართველმა მეკარემ, წინა ტურის მატჩში, "ბარსელონასგან" 7 გოლი გაუშვა. მატჩის დასრულებისას, მამარდასა და ფერან ტორესს შორის საუბარი შედგა, რომელიც ჟურნალისტებმა გაშიფრეს. ტორესმა მას ჰკითხა, რატომ არ წავიდა ლივერპულში ამ სეზონშივე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მიზეზი ალისონ ბეკერია.

ბრიტანელი ჟურნალისტი და სატრანსფერო მიმომხილველი, ჯეიმს უილიამი X-ზე წერს, რომ ალისონი კონტრაქტის დასრულებამდე ლივერპულის დატოვებას არ აპირებს, კონტრაქტი კი 2027 წლის 30 ივნისამდეა.

მერსისაიდულმა კლუბმა, გიორგი მამარდაშვილი, გასულ ზაფხულს „ვალენსიადან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, გიორგი ესპანურ გუნდში ამჟამად იჯარის წესითაა და ლივერპულს 2025 წლის ივნისში შეუერთდება.

სხვა სტატიები