Belive

"ფლორენტინო პერესი შემხვდა და მითხრა: დიდება თუ ფული?" - ხამეს როდრიგესი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი, რომელიც მიმდინარე სეზონში მექსიკის ჩემპიონატში, კერძოდ კი "ლეონში" გადავიდა ერთ-ერთ გადაცემა Los amigos de Edu-ს ესტუმრა და საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება.

როდესაც ევროპაში ვასპარეზობდი "სიტიმ" და "პსჟმ" ბევრი ფული შემომთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ "რეალ მადრიდში" გადასვლა გადავწყვიტე, რადგან ფლორენტინო პერესი შემხვდა და მითხრა: დიდება თუ ფული? სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც მადრიდულ გუნდთან ხელი მოვაწერე. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ან მესამე თამაშის დროს მითხრეს, რომ "რეალ მადრიდი" ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ ეშინოდათ, რომ კონცეტრაცია არ დამეკარგა. მე ვუთხარი რა? ამის შემდეგ ერთი გოლი იაპონიას გავუტანე და ორი ურუგვაის, პირიქით, უკეთესად ვითამაშე.

მე ყოველთვის მადრიდის "რეალის" ფანი ვიყავი. ბარსამაც დამირეკა 2014 წელს, მაგრამ ჩემთვის მადრიდი საუკეთესოა.

კარგი კარიერა მქონდა, ოქროს ბურთისთვის რამდენიმე დიდებულ ფეხბურთელთან ერთად ვიბრძოდი: კრიშტიანუ და მესი, ინიესტა, ხავი, სუარესი... რიბერი, რობენი, წარმოიდგინეთ და 2014 წელს მერვე ადგილზე გავედი.

ფეხბურთი დღეს ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენია, რამდენიმე მოთამაშის ყურება მსიამოვნებს, ერთი კი ვინც აუცილებლად უნდა გამოვყო ლამინე იამალია, ეს ბიჭი საუკეთესო იქნება. მას არ აქვს ისეთი ნიჭი რაც მესის ჰქონდა, მაგრამ შეუძლია მიაღწიოს უმაღლეს დონეს.

არასდროს არსად მითქვამს, მაგრამ ინიესტა იყო ჩემი ერთ-ერთი კუმირი, ისევე როგორც ზიდანი. - ხამეს როდრიგესი

სხვა სტატიები