ფლიკის მთავარ შემცვლელად იულიან ნაგელსმანი განიხილება
Sky Germany - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ნაკრების ახალ მწვრთნელად იულიან ნაგელსმანის კანდიდატურა განიხილება.
ამ აზრს ემხრობა რუდი ვიოლერიც და ამბობს, რომ ეს გერმანიისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ფლიკის გაშვების შემდეგ, გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ აღნიშნა, რომ ნაგელსმანი ყოველმხრივ საუკეთესო სპეციალისტია.
ჯერჯერობით იულიანსა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტაქტი არ შემდგარა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ნაგელსმანი ტუხელმა ჩაანაცვლა, 36 წლის სპეციალისტს ტექნიკურად კვლავ "ბაიერთან" აკავშირებს კონტრაქტი.
ამ ყველაფრის საპასუხოდ ული ჰიონესმა დაადასტურა, რომ "ბაიერნი" მზადაა ნაგელსმანი გაანთავისუფლოს კონტრაქტისგან და ნაკრებში მუშაობის საშუალება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანმა "რეკორდმაისტერთან" ერთად სამი ტიტული მოიგო: 1 ბუნდესლიგა და ორი გერმანიის სუპერ თასი.