Belive

ფლიკი: ,,ჩვენი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ, მატჩი მთლიანად შეიცვალა''

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ,,მონაკოსთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ, მატჩი მთლიანად შეიცვალა. თავს ვიცავდით, შეცდომებიც დავუშვით, თუმცა გოლის გატანასაც ვცდილობდით. მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ვილიარეალთან შეხვედრისთვის კიდევ უფრო ძლიერები უნდა დაბრუნდნენ. გუნდისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ! ეს მატჩი წავაგეთ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ.

მეორე გოლის ეპიზოდში მონაკომ ძალიან კარგად ითამაშა, რაც ბუნებრივია, რადგან ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. ვცდილობდით, თავი კარგად დაგვეცვა, მაგრამ ანგარიში 1:2 გახდა და მეტოქემ ეს დაიმსახურა.'' - ფლიკი

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ,,ბარსელონა'' ,,მონაკოსთან'' სტუმრად 1:2 დამარცხდა.

ფლიკის გუნდი ლიგის მომდევნო მატჩს პირველ ოქტომბერს, ,,იანგ ბოიზის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები