ფიორენტინასთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-8 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიყება.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-10 შეხვედრას ჩაატარებს.
,,ნაპოლის'' ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მერეტი - ოსტიგორი, ნათანი, დი ლორენცო, ოლივერა, ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
7 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა, ,,ფიორენტინა'' კი ასევე 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.