Belive

,,ფინალი ფინალამდე'' - ჰანსი ფლიკის კომენტარი ინტერთან მატჩის შემდეგ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ,,ინტერთან'' ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა:

,,მატჩი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ თამაშში მალევე დავბრუნდით. მეორე ნახევარი სანახაობრივი გამოვიდა. წინ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს და უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, ეს იქნება ,,ფინალი ფინალამდე''.

ვიცოდი, რომ ეს იყო ნახევარფინალური დაპირისპირება ორ დიდებულ გუნდს შორის და ასევე ვიცოდი, რომ მათი დიდი გამოცდილების დემონსტრირებას ვიხილავდით.

მომავალ კვირას უკეთ უნდა ვითამაშოთ. ასეთ სიტუაციაში ვიყავით კოპა დელ რეიზე ატლეტიკოს წინააღმდეგ და მოგება მაინც შევძელით.

მატჩის შემდეგ ჩემი ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს, ხანდახან სჯობს, ყველამ დავიძინოთ და მერე ვილაპარაკოთ. მატჩში 0:2-დან დავბრუნდით. იამალის გოლი ძალიან დაგვეხმარა, ის ფანტასტიკური მოთამაშეა. ასეთი ფეხბურთელების დონე დიდ თამაშებში ყველაზე კარგად ჩანს.

საპასუხო მატჩში გასატანი ინტერსაც ექნება. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპია, სადაც ევროპის 4 საუკეთესო გუნდი თამაშობს. მომავალ კვირას 90 წუთი გვაქვს, რაც, იმედია, ფინალში გასასვლელად საკმარისი იქნება. ეს ჩვენი მიზანია და ამისთვის ვიბრძოლებთ!'' - ჰანსი ფლიკი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ,,ბარსელონასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება.

სხვა სტატიები